12 January 2015

ნავთობი კვლავ იაფდება და რუსეთის ეკონომიკას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის

ნავთობის მსოფლიო ფასები ისევ ეცემა. დღეს დილიდან, Brent–ის ტიპის საწვავზე თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება ბარელზე 1,45 პროცენტით შემცირდა და 49,30 დოლარამდე ჩამოვიდა. WTI–ს შემთხვევაში კი 1,44 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა და 47,67 დოლარს  გაუტოლდა.

Goldman Sachs–ის ანალიტიკოსების პროგნოზის თანახმად, შავ  ოქროზე დაბალი ფასები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, თუკი ამერიკულ ფიქალის ნავთობში ინვესტიციები შემცირდება.  
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება 50 დოლარზე ქვემოთ მიმდინარე წლის 7 იანვარს ჩამოვიდა და 6–წლიანი მინიმუმი განაახლა.

ნავთობის გაიაფება ყველაზე  დიდ საფრთხეს რუსეთის ეკონომიკას უქმნის, რომლის შემცირებაც უკვე გარდაუვალია. ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბარელზე საშუალო წლიური ფასის 80 დოლარით განსაზღვრის შემთხვევაში მშპ–ს ვარდნა 0,8%–ს მიაღწევს. 

60 დოლარის პირობებში კი პროგნოზი საერთოდ არ არსებობს. თუმცა რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო, ცენტრალური ბანკი და ექსპერტები ვარაუდობენ, რომასეთ შემთხვევაში ეკონომიკა 3–5%–ით დაეცემა. თუკი ნავთობის ფასები კიდევ დაიკლებს, რეცესია გაცილებით ღრმა იქნება. ექსპერტთა ნაწილი წელს რუსული ეკონომიკის 8%–მდე ვარდნასაც არ გამორიცხავს.



წყარო:  www.commersant.ge

No comments:

Post a Comment