19 December 2014

TV3-ი დაიხურა-არხის რეორგანიზაცია თუ ახალი მფლობელი

ტელეკომპანია TV3-ი დაიხურა.არხის ხელმძღვანელობამ ტელეკომპანიის თანამშრომლები ერთ თვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ლალი ეგაძის განცხადებით, ჯერჯერობით დეტალები არ გარკვეულა,თუმცა მიმდინარეობს საუბარი არხის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანელ ინვესტორებთან, რომლებიც ტელეკომპანიის განვითარებაში ჩადებენ თანხებს.

„რეორგანიზაციას ვიწყებთ, ჯერ არ ვიცით კონკრეტული თარიღები, დამირეკეთ რამოდენიმე დღეში და დეტალები მეცოდინება. ნიუანსები არ გარკვეულა, თუმცა ინვესტირების საკითხი აზერბაიჯანელ ინვესტორებთან მიმდინარეობს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, არხის ბიზნეს კონცეფცია უცვლელი დარჩება. აქ პრობლემა არის არხის ტექნიკური გადაიარაღება. ამ ეტაპზე თანამშრომლები განაგრძობენ მუშაობას, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ჯერ არ ვიცი. წინასაახალწლო პერიოდია, ვგეგმავთ რეორგანიზაციას, თმცა როგორც უკვე გითხარით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია,“-განაცხადა ლალი ეგაძემ

No comments:

Post a Comment