19 December 2014

„დაბრუნდით ბატონო ბიძინა“ - მიმართავს თუ არა „ოცნება“ ღია წერილით ივანიშვილს?

პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ახალი წლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს დაბრუნების თხოვნით ღია წერილით მიმართოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ეხმაურება. დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი ინიციატივა შეიძლება გარკვეულ ჯგუფს გაუჩნდა, თუმცა ამაზე ხმამაღალი განცხადება არავის გაუკეთებია და აღნიშნულზე არც კოალიციაში ყოფილა რაიმე სახის მსჯელობა " შეიძლება ვიღაცამ შეათავაზოს, მაგრამ მე რაღაც ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ მე ამის დიდ აუცილებლობას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ადამიანმა თავის არჩევანი უკვე გააკეთა და ახლანდელი მინისტრთა კაბინეტი თავის საქმეს აკეთებს, ასე რომ მაგის აუციელბლობას ვერ ვხედავ. შეიძლება ვიღაცეების აზრი არის, რაღაც ჯგუფის აზრია, რომ ასე გააკეთონ, მიაჩნიათ რომ ეს საჭიროა, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ხმამაღალი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა. მე მაგალითად ამის აუციელბლობას ვერ ვხედავ, მიმაჩნია, რომ ვინც არის ხელისუფლებაში იმათმა უდნა იმუშაონ კარგად ინტენსიურად და რაც აუცილებელია ქვეყნისთვის გაკეთდება",-განაცხადა გუგული მაღრაძემ

No comments:

Post a Comment