19 December 2014

თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთის მთავრობასთან საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრაზე საგარეო უწყება ამ ეტაპზე არ მუშაობს.

ბერუჩაშვილის განცხადებითვე, მოსკოვიდან გუშინ ისეთი მესიჯები არ ყოფილა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და უნივერსალურ ღირებულებებს არ შეეწინააღმდეგებოდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ამ თემაზე არ მუშაობს. ვისურვებდი რომ მოსკოვიდან ისეთი მესიჯები ყოფილიყო, რომლებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, იმ უნივერსალურ ღირებულებებს, იმ ხელშეკრულებებსა და დეკლარაციებს, რომლის ხელმომწერიც თავად არის არ შეეწინააღმდეგებოდა. სამწუხაროდ, ასეთი მესიჯები გუშინ არ იყო“,- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინდელ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალიან რთულია, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა დალაგდეს. პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წევრს რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი ექნება, ისინი ნებისმიერი მათგანის, თუნდაც პრეზიდენტის ან პრემიერის, რუსეთში მიღებისთვის ყოველთვის მზად არიან.

No comments:

Post a Comment