ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან თანაარსებობა - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა იზრუნონ, რომ ქვეყანა დაიცვან ყოველგვარი უბედურებისგან.
" ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან თანაარსებობა და არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიღაცას მოვატყუებთ და დავჩაგრავთ. თავშივე არ უნდა იფიქრო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე თუ თანაარსებობა გინდა. შენ უნდა ფიქრობდე მის ინტერესებზე, რომ მისთვისაც საინტერესო იყოს შენი ცხოვრება. ეს მოახერხეს სხვებმა და ჩვენც უნდა მოვახერხოთ. ამის უამრავი მაგალითია და ჩვენც უნდა გავიმეოროთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "რუსეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ". "სახელმწიფოსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა. რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა და სახელმწიფო რა თქმა უნდა არასწორია და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის მთელ მსოფლიოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
No comments:
Post a Comment