მოსკოვს ხურავენ-ქალაქში მძიმე ტექნიკა და ჯარი შეჰყავთ(ფოტო)

რუსული ინტერნეტ გამოცემები და სხვადასხვა ბლოგერები და ასევე მათთან ერთად უკრაინელი ბლოგერები, რუსეთის ხელისუფლებაში არსებულ ვითარებასთან და პუტინის გაუჩინარებასთან დაკავშირებით უფროდაუფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებენ. ინტერნეტ გამოცემა fakeoff-ინფორმაციით, მოსკოვის მიმართულებით, სამხედრო ტექნიკა მოძრაობს და ამას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. მატი ინფორმაციით, მოსკოვში შემავალ გზებზე M-2 , M7-, M-11. A-103, A-104 , A-106 გადაადგილდებიან, რომლებიც მოსკოვში შედიან. მოსკოვში შინაგანი ჯარის კოლონები და დახურული ავტობუსები მოძრაობენ, რომლებშიც სავარაუდოდ სპეცრაზმელები სხედან. მათთან ერთად გადაადგილდებიან მოძრავი დიდი მაცივრები, ე.წ. რეფრეჟერატორები, რომელთა ფოტოები ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოსკოვში კრემლთან ახლოს გადაიღეს. სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით კრემლში კომენტარს არ აკეთებენ. ვრცელდება ფოტომასალა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრში ლენინის, კუტუზოვის და იარუსლავსკის ტრასაზე ვერტმფრენები დაფრინავენ. გაძლიერებულია დაცვა ბარვიხას მიმართულებით და უკვე მესამე დღეა სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ ოდენცოვოს, ბირულევოს, ბომოდოვოს და ხიმკის თავზე. ვრცელდება ინფრმაცია , რომ შინაგან ჯართან ერთად საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი ფედერალური სადაზვერვო ბიუროს ქვედანაყოფები. ბლოგერების ინფორმაციით, ქალაში ასევე შეინიშნება მცირე მაგრამ ორგანზებული ე.წ. „კავკასიური გარეგნობის“ ჯგუფების გადაადგილებაც. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის სიახლოვეს, თითქმის წითელ მოედანზე და ასევე „კიტაი გოროდზე“ რამოდენიმე ათეული მოძრავი დიდი მაცივარი დგას.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება პრეზიდენტი პუტინი და მისი დაცვის უფროსი და პუტინის "ჩრდილად" წოდებული ზოლოტოვი .
No comments:
Post a Comment