16 March 2015

ვინ არის რუსთავი2-ის რეპორტაჟში მონაწილე სკოლის მოსწავლე?

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ასახულია ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი, რომელმაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ს ინტერვიუ მისცა. ყარალაშვილის განცხადებით ის ფოთის თეატრში დოკუმენტური ფილმის სანახავად მოტყუებით მიიყვანეს. სააგენტოს ფოტოები ერთ-ერთმა მოქალაქემ ცოტა ხნის წინ ფოთიდან გამოუგზავნა.
გამოგზავნილი მასალების თანახმად ბექა(ვაჟა) ყარალაშვილი სინამდვილეში “თავისუფალი ზონის” წევრია, რომელმაც “რუსთავი2″-ის “შოუში” “ზონის” დავალებით მიიღო მონაწილეობა. ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი ფოთის მერვე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. აღნიშნულის სკოლის დირექციის განცხადებით, მათი სკოლიდან ფოთის თეატრში იძულებითა და მოტყუებით არავინ წაუყვანიათ.




No comments:

Post a Comment