19 December 2014

„პუტინი და ღარიბაშვილი უნდა შეხვდნენ“ – „...ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი2“-ს ამაზე საშინელი რეაქცია ექნება“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პოლიტიკური დიალოგი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შემოათავაზებინა და , რადგან ამან არ გაჭრა, იძულებული გახდა და ახლა თვითონ შემოგვთავაზა - ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში საუბრობს. მისივე თქმით, ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება და საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და „რუსთავი2"-ს ამაზე საშინელი რეაქცია ექნება.
„პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არც ამ ისტორიული შეხვედრის ქულებს ჩააწერინებენ და თან, მისი იქ ჩასვლა მხოლოდ სიმბოლური იქნება. ამიტომ, იქ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩავიდეს. შეიძლება „ნაციონალებმა" გაკიცხონ ამის გამო, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა მიაფურთხოს ეშმაკს ღარიბაშვილმა და მოსკოვში წავიდეს."- განაცხადა სოსო ცინცაძემ.
მისივე თქმით, დღეს როდესაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, ის გაცილებით დამთმობი იქნება. ცინცაძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინმა გუშინ პრესკონფერენცია სწორედ იმ დროს გამართა, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოს ევროპასთან ასოცირების რატიფიკაცია მიმდინარეობდა. მისი თქმით ამ მოვლენის მიუხედავად პუტინს არ უთქვამს საქართველო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებსო, პირიქით მოლაპარაკება შემოგვთავაზა.
წყარო: „ალია"

No comments:

Post a Comment