"ევროპარლამენტის გვერდით არის ევროსასამართლო, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი სჩადიოდა უკანონო ქმედებას"
"ჩვენი პერსპექტივა არის უკეთესი ხვალინდელი დღე და ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა იცხოვროს ევროპული ფასეულობებით" - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ეკა ბესელიამ საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, საქართველო პარლამენტის კინოდარბაზში გააკეთა, სადაც დეპუტატები სტრასბურგში, რატიფიცირების პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში რატიფიცირების პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებაზეც გააკეთა კომენტარი " ეს არის ის უხერხულობა რომელიც მის ყოფნას ახლავს, არა ევრპოპარლამენტისთვის არამედ მისი მიწვევისთვის, მისი მიმწვევი, მისი მეგობრები არიან და არა ევროპარლამენტი, ამ შენობის გვერდით არის ევროსასამართლო, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პირველი პირი ჩადიოდა უკანონო ქმედებას ",-განაცხადა ბესელიამ.
No comments:
Post a Comment