04 September 2014

''Russia Today შეწყვიტე ტყუილი''- უკრაინელი ჟურნალისტების პროტესტი რუსულ მედიას (ვიდეო)


რუსულ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today-ის სტუდიაში მიწვეულმა უკრაინული Ukraine Today- მთავარმა პროდიუსერმა ტატიანა პოშნოვამ RT-ის პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად  საუბარზე  უარი განაცხადა.

არ ვიცი თქვენ რა გქვიათ, მაგრამ თქვენ ასევე ხართ პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სიკვდილზე, ჩემს ქვეყანაში. Russia Today რომელიც კრემლის მიერ ფინანსდება, ტყუის ჩემი ქვეყნის შესახებ. სწორედ ამიტომ არ მსურს თქვეთან კონტაქტი და მსოფლიოს მასშტაბით კოლეგებს მოვუწოდებ ასევე შეწყვიტონ თქვენთან ურთიერთობა“, - განაცხადა ტატიანა პუშინოვამ და შემდეგ ეკრანზე  გამოჩნდა წარწერა „Russia Today შეწყვიტე ტყუილი“.


No comments:

Post a Comment