შსს-ს ცნობით,
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე
წლის 1 სექტემბერს, ვანის რაინის სოფელ
ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი
ქეთევან ო-ს
საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ
სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და
მის მცირეწლოვან შვილს.
დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ
ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის
მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან
ოქროს ნივთები და კლავიშებიანი
სინთეზატორი წაიღეს.
შსს-ს ინფორმაციით,
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა
პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე
წუთში დაადგინეს.
გამოძიება
ყაჩაღობის და დანაშაულის
შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ს 179-მუხლის
1-ლი და მე-2
ნაწილებით და 376-ე მუხლით.
2 დღის წინ, ვანის რაინის
სოფელ ფერეთაში უცნობმა პირებმა
4 წლის ბავშვი "დააუთოვეს".
No comments:
Post a Comment