ეს მას შემდეგ მოხდება, თუ გამოირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარი.
იქამდე მის უძრავ-მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო და მისი ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია.
ამასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმაც გააკეთა და განაცხადა, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტის ბრალეულობა დადასტურდება, დაყადაღებული ქონება გაიყიდება და სახელმწიფო ბიუჯეტს მის მიერ გაფლანგული თანხა დაუბრუნდება.
მიმდინარე პროცესებს აქტიურად ეხმაურება ყოფილი ტელეწამყვანი და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი მამუკა გამყრელიძე.
ის გამოდის ინიციატივით, ყოფილი პირველი ლედისთვის და მისი შვილებისთვის შეგროვდეს ბინის საყიდელი თანხა.
ამასთან დაკავშირებიძთ ფეისბუქზე მიმართვაც გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს ბატონ დავით ნარმანიას უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაყადაღებული ქონება გაიყიდება, ფული კი ბიუჯეტს გადაეცემა.
დიდებული გადაწყვეტილებაა გარღვეული ბიუჯეტის შესავსებად,
მე მინდა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც თავმოყვარეობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ღირსებაც და ადამიანობაც შეგვრჩენია, გთხოვოთ, შევაგროვოთ ფული და ვიყიდოთ სანდრა რულოვსის კუთვნილი ბინა.
ნუ მოვიჭრით თავს საბოლოოდ. არ აქვს მნიშვნელობა ენმ-ს მხარდამჭერები ხართ თუ უბრალოდ ღირსეული ადამიანები.
ყველამ ცოტ ცოტა რომ გავიღოთ დარწმუნებული ვარ საჭირო თანხას თავს მოვუყრით.
სანდრა ქართველებისაგან არ იმსახურებს სახლიდან გამოძევებას !!! ნუ დავიმცირებთ თავს ასე !!!
ენმ-ს ახლად არჩეულ აღმასრულებელ მდივანს, ზურაბ ჯაფარიძეს
Zurab
Japaridze ვთხოვ მოახდინოს ამ პროცესის ორგანიზება.
დარწმუნებული ვარ ბევრნი ვიქნებით. პირველი მე ვარ მზად ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მოდით ყველამ ერთად ჩვენს რძალს ბინა დავუბრუნოთ !!! -წერს მამუკა გამყრელიძე.
No comments:
Post a Comment