ამის მიზეზი კომპანიიდან თანამშრომლების სრული შემადგენლობით წასვლა გახდა. „დია“-ს ყოფილმა თანამშრომლებმა აღნიშნული შესახებ ინფორმაცია დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერეს.
როგორც ტელეკომპანის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ჩიბჩიური განმარტავს, მათ „დია“-ს ხელმძღვანელობა კაბალური ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვდა, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსთან წინააღმდეგობაში მოდის.
ჩიბჩიური ერთ-ერთ ინციდენტზეც საუბრობს. მისი თქმით, „დია“-ს ხელმძღვანელის მეუღლე ორი დღის წინ ტელეკომპანიაში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი განცხადებით, სწორედ ეს გახდა ტელეკომპანიიდან თანამშრომლების წამოსვლი მიზეზი.
„დია“-ს საიას გორის ოფისსაც მიმართეს. როგორც იურისტი საუბრისას ამბობს, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღევას.
თავად ბრალდებების ადრესატი სატელეფონო ზარებს დილიდან არ პასუხობს. ჩვენი კორესპონდენტი ტელეკომპანია „დია“-ში მივიდა, თუმცა უფროსი სამსახურში არ იმყოფებოდა.
No comments:
Post a Comment