03 September 2014

კრემლი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ადასტურებს

კრემლი პოროშენკოსა და პუტინს შორის მიღწეულ შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის თაობაზე, არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანი, დმიტრი პესკოვი აკეთებს. მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინმა და პოროშენკომ ის ნაბიჯები განიხილეს, რომლითაც უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება მოხერხდებოდა. ამ მხრივ, მათი ხედვა, მეტწილად, ერთმანეთს დაემთხვა.

-ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვერ მიიღებდა, რადგან რუსეთი კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს, - განაცხადა პესკოვმა.


შეგახსენებთ, რომ უკრაინისა პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პეტრე პოროშენკო და ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრისას აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტასა და იმ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რომელიც კონფლიქტურ ზონაში მშვიდობის დასამყარებლად უნდა გადაიდგას.

No comments:

Post a Comment