თავის
მხრივ, კომპანიები
ვალდებულნი არიან
მოქალაქის მიმართვიდან
10 სამუშაო დღეში
შეწყვიტონ მონაცემთა
დამუშავება, დანერგონ
შეტყობინებაზე უარის
თქმის გამარტივებული ფორმა
(ნაცვლად წერილობითი
განცხადებისა), მოქალაქეებს
მისცენ საშუალება
არასასურველი შეტყობინების
მიღებაზე უარი
თქვან იმავე
ფორმით, რა
ფორმითაც განხორციელდა
მარკეტინგი ან
გამოიყენონ სხვა
ხელმისაწვდომი და
ადეკვატური საშუალება,
მაგალითად მიუთითონ
შესაბამისი სატელეფონო
ნომერი ან
ვებ-გვერდი,
სადაც შესაძლებელი
იქნება შეტყობინების
მიღებაზე უარის
თქმა.
საკანონმდებლო ცვლილებების
მიხედვით, ინსპექტორი
კერძო სექტორის
მიერ მონაცემთა
დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს
1 ნოემბრიდან განახორციელებს.
საკანონმდებლო ცვლილებები
2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო
76 ხმით არცერთის
წინააღმდეგ. ცვლილებები
შევიდა პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
შესახებ კანონში,
7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა
და პარლამენტის
რეგლამენტში.
საქართველოში
არ არსებობს
მექანიზმი, რომელიც
მომხმარებლებს, სურვილისამებრ, არასასურველი
sms შეტყობინებების თავიდან არიდების
საშუალებას მისცემდა
(opt out). მობილური ტელეფონების მფლობელები
ყოველკვირეულად, ზოგჯერ
კი ყოველდღიურად
რამდენიმე სარეკლამო
შეტყობინებას იღებენ.
ხშირ შემთხვევაში,
მესიჯებით ისეთი
კომპანიების პროდუქციას
თუ მომსახურებას
სთავაზობენ, რომელთა
შესახებაც არაფერი
სმენიათ და
მათთვის არც
შეტყობინებების გაგზავნის
უფლება მიუციათ.
ბანკები,
ელექტრონული ტექნიკის
მაღაზიები, სამედიცინო
კლინიკები და
სხვა კომპანიები
აქტიურად იყენებენ
რეკლამირების ამ
ფორმას, რადგანაც
მას ერთი
დამახასიათებელი თვისება
აქვს: რამდენად
გამაღიზიანებელი და
ხელისშემშლელიც არ
უნდა იყოს
მობილურში რეკლამის
მიღება, მომხმარებელთა უმეტესობა
მაინც ნახულობს
ამ შეტყობინებას.
ამასთან მესიჯების
მასიურად დაგზავნა
კომპანიებს საკმაოდ
იაფი უჯდება:
თითო შეტყობინების
ფასი 2-დან
4 თეთრამდე მერყეობს.
საქართველოში
მსგავსი ტიპის
რეკლამას კანონი
არ არეგულირებდა,
მაშინ, როცა
ბევრმა ქვეყანამ
უკვე შემოიღო
ანტი-სპამ
კანონმდებლობა, რომელიც
კრძალავს ან
არეგულირებს პირდაპირ
მარკეტინგს ტელეფონით,
იმეილით, SMS-ითა და
MMS-ით.
No comments:
Post a Comment