აღნიშნულ საქმეზე „გლობალ ტვ“-ის ადვოკატი მაშინ ალექსანდრე ბარამიძე იყო, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში სატელიტური ანტენების დაყადაღებას და პროკურატურის მოთხოვნას, რომელსაც
შოთა
ტყეშელაშვილი
ახმოვანებდა,
უკანონოს
უწოდებდა,
თუმცა
მოგვიანებით,
იუსტიციის
მინისტრმა
იგივე
შოთა
ტყეშელაშვილი
საქართველოს
მთავარი
პროკურორის
წარდგინებით,
აჭარის
მთავარ
პროკურორად
დანიშნა.
ადვოკატი რამინ პაპიძე მომხდარს ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის გარიგებად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ სატელიტური ანტენების მოქალაქეებისთვის უფასოდ დარიგების
საქმეზე
ბიძინა
ივანიშვილი
ამომრჩეველთა
მოსყიდვაში
დაადანაშაულა
და
63 მილიონ
110 ათას
95 ლარი
ჯარიმა
დააკისრა.
დავალიანების
დროულად
გადაუხდელობის
გამო
კი
აღსრულების
ეროვნულმა
ბიურომ
ივანიშვილის
საკუთრებად
მიჩნეული
“ქართუ
ჯგუფი”
და
21 %–იანი
წილი
“პროგრეს
ბანკში”
დააყადაღა
და
გასაყიდად
აუქციონზე
გაიტანა.
წყარო: tv25.ge
No comments:
Post a Comment