წარმოგიდგენთ
5 სკოლას, სადაც მილიონერობას ასწავლიან
Institute Le Rosey
სიის პირველ ადგილს შვეიცარიაში
მდებარე "მეფეების სკოლა" იკავებს-
Institute Le Rosey. ერთი სემესტრის ღირებულება 50 ათასი
ევროა. თქვენი შვილი თავს
ნამდვილ ჰარი პოტერად იგრძნობს,
რადგან სკოლა შუა საუკუნეების
ციხესიმაგრეს ჰგავს.
28 ჰექტარის
ტერიტორიაზე განთავსებულია ჩოგბურთის კორტები, საუნები,
საჯინიბო, იახტ-კლუბი და
სათხილამურო ტრასა. ყველაზე ძვირი
სკოლის მოსწავლეებს საჭმელს მსოფლიოში საუკეთესო
საბავშო შეფ-მზარეული
უმზადებს.
Eton College
ბიჭების სკოლა Eton College დიდ ბრიტანეთში
მდებარეობს. ერთი სემესტრის ღირებულება
კი 27 ათასი ევროა. ეს
სკოლა ცნობილია ისეთი კურსდამთავრებულებით,
როგორებიც არიან პრინცი უილიამი,
პრინცი ჰარი, უინსტონ ჩერჩილი
და დევიდ ქემერონი.
College Alpin Beau Soleil
College Alpin Beau Soleil-ში
ერთი სემესტრის ღირებულება
48 ათასი ევროა. შვეიცარიაში მდებარე
კოლეჯი ძალიან კომფორტულია, რადგან
თითოეულ კლაში 8 მოსწავლეზე მეტი
არაა და მასწავლებელი
თითოეულ მათგანს სათანადო ყურადღებას
აქცევს. კოლეჯი პოპულარულია საგანმანათლებლო
ექსპედიციებით. ბოლო, მაგალითად, კილიმანჯაროზე
იყო.
Aiglon College
დიდ ბრიტანეთში მდებარე Aiglon College ასევე
მსოფლიოში ყველაზე ძვირ სასწავლებლად
ითვლება, სადაც დიდ ყურადღებას
უთმობენ აკადემიურ განათლებასა და
დისციპლინას. კლასში 5 მოსწავლეზე მეტი
არაა. ერთი სემესტრი კი
43 ათასი ევრო ღირს.
Gstaad International School
შვეიცარიული
Gstaad International School ბოლოა
ჩვენს სიაში. სკოლა ძირითადად
ჰიპერ-აქტიურ ბავშვებს იღებს,
სადაც მათთვის განკუთვნილია აუზები,
მეკლდეურობისთვის განკუთვნილი დარბაზები, ჩოგბურთის კორტები
და სათხილამურო ტრასები.
ერთი სემესტრის ღირებულებაა
40 ათასი ევრო.
წყარო:
www.bpn.ge
No comments:
Post a Comment