19 August 2014

„მოდელირებული ქრონიკა“ მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს სიცრუედ გამოცხადდა

მსოფლიოს გავლენიან გაზეთებშიმოდელირებული ქრონიკის" შესახებ მსჯელობა არ წყდება.

თაიმსი" სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „ბრიტანელი დიპლომატი საქართველოს ინტერვენციაზე მომზადებულ ცრუ რეპორტაჟში მის ჩართვას აპროტესტებს". სტატიის ავტორი ტონი ჰალპინი წერს, რომ ყალბი რეპორტაჟი გუშინ ნამდვილ საერთაშორისო ინციდენტში გადაიზარდა, როდესაცბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებმა ამ ცრუახალ ამბებში" მათი ჩართვის გამო განრისხებული განცხადებები გამოაქვეყნეს".

აქვე აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დენის კიფმა ტელეკომპანიამისი, როგორც ელჩის მიმართ უპატივცემულობაში" დაადანაშაულა და მოითხოვა, „იმედმა" ეთერში სწრაფად განმარტოს, რომ ეს კადრები ყალბი იყო და ის ჩემი თანხმობის გარეშე გადაიცა. მთელი ეს ეპიზოდი საქართველოში თავისუფალი მედიის რეპუტაციაზე ცუდად აისახა".

ავტორს ასევე მოჰყავს საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს წერილი, სადაც ისიმედის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟსპროფესიონალური ჟურნალისტიკის სტანდარტებისგან ძალიან დაშორებულს" უწოდებს და აცხადებს, რომ არხი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოქმედებდა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს ფიქტიური ინტერვენციის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. აქვე მოყვანილია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გადაცემას საქართველოს და რუსეთის ჯარებს შორის კონფლიქტის პროვოცირება შეეძლო.

უოლ სთრით ჟურნალი" კი აქვეყნებს სტატიას სათაურით - „საქართველოს ტელევიზიას ცრუ ინტერვენციის გამო აკრიტიკებენ", სადაც ნათქვამია, რომ 13 მარტსიმედის" ეთერში გასულიიმიტირებული ქრონიკის" ნეგატიური შედეგები გააქტიურდა.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე, რომელიც სერიოზული საერთაშორისო დაკვირვების ობიექტია, კრიტიკული შეფასებები გაჩნდა. საქართველოში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა მათი თანხმობის გარეშე სიუჟეტში მონაწილეობა მკაცრად გააკრიტიკეს. გადაცემაში ასევე გამოყენებული იყო პრეზიდენტ ბარაქ ობამას კადრები არქივიდან, სადაც კადრზე დადებული ქართული თარგმანის მიხედვით, ის თითქოს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

აშშ- ელჩმა ჯონ ბასმა, კვირას საქართველოს ტელევიზიის ეთერით გადაცემასუკიდურესად შემაშფოთებელი", უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული უწოდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების წინაშე რეალური გამოწვევებია", - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოპონენტებმა მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ რეპორტაჟის ეთერში გაშვება მასთან იყო შეთანხმებული.

საქართველოში მედიის თავისუფლება სერიოზული კრიტიკის საგანია მას შემდეგ, რაც 2007 წელს, იმ დროს სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიაიმედი" ხელისუფლებამ დახურა და შემდეგ გახსნა უკვე შეცვლილი პრო-სამთავრობო ტონით. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციისჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" გასული თვის ანგარიშში ნათქვამია, რომხელისუფლება მუდმივად ეწევა სახელმწიფოს მხრიდანახალი ამბებით" მანიპულირებას, განსაკუთრებით სატელევიზიო მაუწყებლობით", - ნათქვამია სტატიაში.

ლე მონდე" ასევე აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ყალბი რუსული ინტერვენცია და გულის ნამდვილი შეტევები".

გადაცემამ, რომელიც იმ სატელევიზიო არხზე გავიდა, რომელსაც პრეზიდენტის ახლობელი ხელმძღვანელობს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აღშფოთება გამოიწვია. ასეთი რეაქციების გამოწვევის შემდეგ, ტელეკომპანიაიმედმამაყურებელს ბოდიში მოუხადა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ რეპორტაჟის შესახებ მათ წინასწარ არაფერი იცოდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვირას ამ გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფილმიუსიამოვნო" იყო, თუმცაეს არის ის, რაც ჩვენს მტრებს (რუსებს) აქვთ ჩაფიქრებული", - ნათქვამია სტატიაში.

გაზეთითაიმი" კიშოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულს" აქვეყნებს, სადაც პირველ ადგილზე 13 მარტისმოდელირებული ქრონიკა" აღმოჩნდა.

გამოცემის რედაქციის შენიშვნაში ნათქვამია, რომ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამშოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულის" შედგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელეკომაპანიაიმედით" გასულქრონიკას" საქართველოში პანიკა მოჰყვა.

საქართველოს მოსახლეობამ მძიმე შოკი მას შემდეგ განიცადა, რაც პროსახელისუფლო არხმაიმედმა" 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 თვის შემდეგ მათ რუსული არმიის საქართველოში განმეორებით შემოჭრა აცნობა. ამ ექსცენტრიული ტყუილის პატივსაცემადთაიმმა" ისტორიაში ყველაზე აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ტყუილების ათეული შეადგინა", - ნათქვამია რედაქციის შენიშვნაში.

შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულში" „მოდელირებული ქრონიკა" ისეთ მოვლენებს უსწრებს, როგორებიც არის 1999 წელს ცენტრალური ორეგონის შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხალის დანგრევის შესახებ, რამაც თითქოს წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია. ასევე - 1938 წელს ორსონ უელსის რადიოადაპტაციასაც, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ.

ათეულში შევიდა, აგრეთვე, აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეშლი ტოდის ტყუილი, რომ მას აიძულებდნენ, ჯონ მაკკეინისთვის ხმა მიეცა. როცა პოლიციამ საქმის ძიება დაიწყო, გაირკვა, რომ ტოდი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო.

ამავე ნუსხაში მოხვდნენ თვითმარქვია ანასტასია რომანოვები. რამდენიმე ქალი ამტკიცებდა, რომ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის უმცროსი ქალიშვილია. ცრუანასტასიებიდან" „თაიმი" ანა ანდერსონს გამოყოფს, რომელმაც თითქმის მიაღწია რომანოვების სახლის აღიარებას.

ათეულში მოხვდა ისტორია, რომელიც 2009 წელს კოლორადოში მოხდა. მთელი მსოფლიოეი-ბი-სის" ეთერით თვალს ადევნებდა 6 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც თითქოს ჰელიუმით სავსე საჰარეო ბურთმა გაიტაცა. ბიჭი სინამდვილში სახლის სხვენში დამალული აღმოაჩინეს.


შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულს" ასრულებს 1814 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შესახებ, ინგლისში კოლინ დე ბორგის მიერ გავრცელებული ცნობა. ამ ცნობას ინგლისში ზეიმი მოჰყვა, რადგან ბონაპარტის გარდაცვალება ომის დასრულებას ნიშნავდა. ინგლისელთა სიხარული მას შემდეგ დასრულდა, რაც გაირკვა, რომ ნაპოლეონ ბონაპარტი ცოცხალი იყო.

No comments:

Post a Comment