25 August 2014

თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცს მაშველებმა გაფრთხილება მისცეს, ზღვაზე არსებულ უსაფრთხოების ნიშნულს მიღმა არ გადასულიყო. ამ უკანასკნელმა გაფრთხილება არ მიიღო და მაშველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. წყლიდან ამოსულ მამაკაცს კი სამაშველო სამსახურის ოცამდე წარმომადგენელი დახვდა, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მამაკაცმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.


წყარო:  www. frontnews.ge

No comments:

Post a Comment