18 August 2015

Viber-მა ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამოიღო

რამდენიმე კვირის წინ, პოპულარულმა საკომუნიკაციო პლატფორმა Viber-მა დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკანონოდ შეიყვანა.
საქართველოს საგარეო სამინისტრო კვიპროსში Viber-ის ოფისს დაუკავშირდა, თავდაპირველად Viber-მა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები viber out ზარის ფუნქციის ჩამონათვალიდან ამოიღო, მოგვიანებით კი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდანაც  გაქრა.
Viber 2010 წელს iPhone-სთვის გაეშვა, ხოლო 2011 წლის მაისში Android-ის მომხმარებლებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. BlackBerry, Bada და Windows Phone-სთვის პლატფორმა 2012 წლის 7 მაისს გაეშვა, კომპიუტერული ვერსიით კი 2013 წლის 7 მაისიდან სარგებლობენ.

No comments:

Post a Comment