11 May 2015

აზიმ სადიკოვი – ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეული იყო დოლარის სიძლიერით და გარე შოკებით

"ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეული იყო დოლარის სიძლიერით და გარე შოკებით",- ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს ყველა უფლება აქვს, მოითხოვოს ანგარიში აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რადგან ის ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. 

აქედან გამომდინარე, მიიჩნევს სადიკოვი, ის რომ მთავრობას მოუსმინოს და განმარტებები მოისმინოს ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ამბავია. 

ამასთან, სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეული იყო დოლარის სიძლიერით და გარე შოკებით. 

„რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, საქართველოში რომ არ ყოფილიყო მცურავი გაცვლითი კურსი, მაშინ ეს შოკი უფრო ძვირი დაუჯდებოდა ქვეყანას, ეს დაარტყამდა მსყიდველუნარიანობას, რის გავლითაც გავლენა ექნებოდა რეალურ ეკონომიკაზე, გავლენა ექნებოდა გაზრდილ იმპორტზე, აქედან გამომდინარე ექსპორტი შემცირდებოდა. 

ეს გამძლეობა პრინციპში შეისრუტა მცურავმა გაცვლითმა კურსმა, ამით ქვეყანა უფრო დაცულია. ახლა არაა დრო ვეძებოთ დამნაშავე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად იმუშაონ და გააანალიზონ მდგომარეობა, ნახონ ის სისუსტეები, სადაც საჭიროა მდგომარეობის გამოსწორება.

აქედან გამომდინარე ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ამ სისუსტეებზე და გათავისებული უნდა იყოს ის, რომ ლარის სისუსტე დოლარის სიძლიერემ და გარე შოკებმა გამოიწვია. ამიტომ მივესალმებით თანამშრომლობას,“ – განაცხადა სადიკოვმა.

No comments:

Post a Comment