ფაბლაბი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მიწურულს გაიხსნა. 2015 წლის 27 აპრილს კი, ლაბორატორია ფაბლაბების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა. ფაბლაბ ილიაუნიმ ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, როგორებიცაა 3D პრინტერი, 3D სკანერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი (CNC) და ა.შ. ლაბორატორია არის საშუალება გამომგონებლებისა და მეწარმეებისათვის, შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი სტარტაპ კომპანიების მშენებლობას.
ფაბლაბი კვირაში 7 დღე მუშაობს და 2 დღე სრულიად უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისათვის.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2015 წელს კიდევ 4 ფაბლაბს გახსნის. აქედან 2 რეგიონებში: ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში გაიხსნება. სულ მალე ვიხილავთ ფაბლაბს სამხატვრო აკადემიაში. 2015 წლის მეორე ნახევარში კი უფრო მაღალი დონის დანადგარებით აღჭურვილი ფაბლაბი საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში, ოქროყანში გაიხსნება.
No comments:
Post a Comment