გადაცემაში პროექტ „ხალხის ხმის" ფარგლებში ტელეკომპანიის ცნობილმა ჟურნალისტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში სახალხო გამოკითხვა ჩაატარეს, სადაც აღინიშნა, რომ საზოგადოება მთავრობით უკმაყოფილოა. ყვინწაშვილი მაყვალა „რუსთავი 2"-ს პროპაგანდაში და ტენდენციურობაში ადანაშაულებს და წერს რომ „რუსთავი 2"-ზე მობილიზაცია გამოცხადდა.
რუსთავი 2-ზე მობილიზაცია გამოცხადდა
"ვინც დღევანდელ „არჩევანს" უყურა, ყველა მიხვდება, რატომ ვთქვი მობილიზაცია. დიახ, სწორედაც რომ მობილიზაცია და თან მზაკვრული. მასების ფსიქოლოგიაზე თამაშის ყველაზე ბინძურ მეთოდს მიმართა ნიკა გვარამიამ და მისმა უკრაინელმა შეფმა.
არავინ დავობს იმაზე,რომ ხალხს უჭირს და ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ხალხი ძალიან ცუდ დღეშია, მაგრამ უბედურება სულ სხვა რამეშია. აქ საქმე გვაქვს "რუსთავი 2″-ს უნამუსობასთან და ამორალურ ქცევასთან, რადგან ეს ისედაც გაუბედურებული ხალხი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც ეს მიშას დაჭირდა.
სად იყო "რუსთავი 2" მანამ, სანამ მათი უკრაინელი უფროსი ზეობდა? მაშინ არ იყო ეს ხალხი გაჭირვებული? მაშინ არ შიოდათ? მაშინ არ ენგრეოდათ თავზე ჭერი? თუ ერთიანად დაემართატ ყველაფერი? - რაღაც არ მგონია.
გადაცემასაც ასე დაარქვეს " ხალხის ხმა". ცოტა ცინიკურად ჟღერს, ნაკლებად მგონია, არხის მამამთავრებისთვის ხალხის გაჭირვება იყოს მთავარი, მთავარია ის, როგორ მოეწონება ეს უკრაინელ უფროსს.
დავიჯერო ერთი ისეთი არ აღმოჩნდა, ვინც იტყოდა, რომ რაღაც დადებითი გაკეთდა? - ისე ცოტა სიყალბეებიც შევამჩნიე დღევანდელ რეგიონულ სიუჟეტებში. მაგალითად ის, რომ თონეში, საგანგებოდ გამოპრანჭული ქალი გაჰყვიროდა, გვიჭირსო, რაღაც ვერ შევამჩნიე იმ ქალს თონეში მომუშავე ყოფილიყო. როდიდან მუშაობენ თონეში მაკიაჟიანი თანამშრომლები?
რაც მთავარია, წარმოდგენილი მაქვს ნიკა გვარამიას გახარებული სახე, რომელსაც ეს ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდია. ეს იყო ჩვეულებრივი სატელევიზიო მასალა, რომელმაც გავლენა უნდა მოახდინოს მასებზე. თითოეული მიმიკა და ემოციაც კი დეტალურად არის გავლილი, რაც მაყურებელზე გავლენას მოახდენს.
მთავრობამ კი იძახოს, რომ ყველაფერი კარგად არის და ამასობაში "რუსთავი 2″ დასამხობად ემზადება. ზუსტად ასე დაიწყო 2003 წელს და მესიჯებიც ნაცნობია.
PS: ისე კითხვა გამოჩნდა, დიმა ობოლაძე, მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი - რაში დაჭირდათ ამ ადამიანების გაშვება კორესპონდენტის ამპლუაში?"
No comments:
Post a Comment