27 April 2015

რაჭასა და ლეჩხუმში ახალი ვენახების გაშენება დაიწყო

სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და ყურძენზე გაზრდილი ფასის შედეგად 2014–15 წლებში რაჭასა და ლეჩხუმში დამუშავებული სავენახე ფართობებისა და აღნიშნულ სფეროში განხორციელებული კერძო ინვესტიციების რაოდენობა გაცილებით უფრო გაიზარდა.


სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძესა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელ რევაზ ბენიძესთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ოყურეშში ახლადგაშენებული ვენახი დაათვალიერა. ათვისებულია 10 ჰა სავენახე ფართობი, სადაც დარგულია 20 000 ძირი უსახელაურის ჯიშის ვაზი, თუმცა სავენახე ფართობების ათვისება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს დაგეგმილია დამატებით 5 000 ძირი ვაზის დარგვა. ამ ეტაპისთვის შპს ,,მინატურას“ მიერ განხორციელებულია ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულია 60–მდე ადამიანი. პროექტი 4 წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს ღვინის ქარხნის მშენებლობას, რის შემდეგაც ადგილზე მოხდება ყურძნიის გადამუშავება და ღვინის წარმოება.


ახალი სავენახე ფართობების ათვისება რაჭაშიც აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ 2014–15 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ათვისებულ იქნა 45 ჰა სავენახე ფართობი, სადაც უნიკალური ვაზის ჯიშის (ალექსანდრეულ–მუჯურეთული) 120 000 ძირი გაშენდა.

No comments:

Post a Comment