10 March 2015

ამერიკელმა კადეტებმა ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ, ავატარები ქართული დროშით შეცვალეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ამერიკელმა კადეტებმა სოციალურ ქსელებში პროფილის სურათად საქართველოს დროშა დააყენეს. 

რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენლად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსისმსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
დაღუპულებს საქართველოში უახლოეს მომავალში გადმოასვენებენ.

No comments:

Post a Comment