06 March 2015

ბათუმში "სემირამიდას ბაღების" კომპლექსი მომავალ წელს გაიხსნება

აზერბაიჯანული ინვესტიციით ბათუმში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. ცნობილია, რომ ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულვარში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსის ასაშენებლად დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ამ ეტაპზე შენობა უკვე აშენებულია, დასრულებულია გარე ფასადის კეთილმოწყობაც. შენობაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და ის არაუგვიანეს მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება სასტუმროს გახსნაც.

როგორც სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „მაფას" წარმომადგენელმა, ამირან ვანაძემ განაცხადა, 12 სართულიან შენობაში მინიმუმ ორ ადამიანზე გათვლილი 154 ნომერი მოეწყობა. სასტუმროში სამი საცურაო აუზის, სპა ცენტრისა და კაზინოს გახსნაც იგეგმება.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ხოლო რომელი ბრენდი დაიწყებს სასტუმროში ოპერირებას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

No comments:

Post a Comment