10 March 2015

ლარის გაუფასურებამ "ოლიმპიური სოფლის" გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა

"ოლიმპიური სოფლის" გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს. „ხუალინგის" ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ დასრულებულ კორპუსებში ბინების გაყიდვები ნოემბრიდან დაწყებულია და ის აქტიურ ფაზაში დეკემბერ-იანვარში შევიდა.

მათივე ინფორმაციით, მყიდველები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან და 1 კვადრატულის ფასი 635 დოლარიდან იწყება.

„ხუალინგის" ქართული წარმომადგენლობის ინფორმაციით, ლარის გაუფასურებას ოლიმპიური სოფლის გაყიდვებზე არ უმოქმედია. „პირიქით, გაყიდვები ეხლაც იმდენად აქტიურად მიდის, რომ მოლოდინს გადააჭარბა", -აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, უკვე დასრულებულია პლაზას ტერიტორიაზე 12 პავილიონის მშენებლობა, საიდანაც უდიდესი ნაწილი იჯარით არის გაცემული. 110 000 კვადრატული მეტრი ფართის დასრულება კი 2015 წლის ზაფხულში იგეგმება.

სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წლამდე კომპანიის ინვესტიციით უნდა დასრულდეს 350 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი, 3 ვარსკვალავიანი სტანდარტის მიხედვით გარემონტებული საცხოვრებელი ბინები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, გამაჯანსარებელი ცენტრი, 2000 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, დასასვენებლი ზონა, ავტოსადგომი და 110 ათას კვადრატული მეტრი ფართის სავაჭრო ცენტრი.


აღნიშნული ტერიტორია დატვირთულია ვალდებულებით, რომ კორპორაციამ 3 წლის განმავლობაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

No comments:

Post a Comment