19 February 2015

რითი ერთობოდნენ "ზონელები" და "იდენტობის" წევრები, ზონელი გოგოხიას სარდაფში?!

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ- ერთი ლიდერი  ლადო სადღობელაშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე  განცხადებას ავრცელებს.
„ როგორც ჩემთვის სარწმუნო წყაროდან ცნობილი გახდა საცოდავი კობა ხაბაზი მთელს ორთაჭალაში დარბის და იხვეწება ვინმემ განცხადება შეიტანეთ პოლიციაში ,რათა ლადო სადღობელაშვილზე დევნა დაიწყოსო.
საქმე შემდეგშია - ცოდვისშვილ ხაბაზსა და მის ერთუჯრედიან ზონელებს აღმოუჩენიათ, რომ მთელი მათი ოფისი აჭრელებულია წარწერებით: "მიშა მკვლელი", "ზონა საქათმე", "ძირს მოღალატეები" და ასე შემდეგ. წინა დღეებში ბოკერიას და მის ცოლს "ტაბულა ბიცოლას" ანუ "შეშინებულ მანგუსტს" ერთობ "გაუტისკავთ" "ამება კობა" და მისი ზონდერი დამქაშები, „ემანდ“ აქეთ უნდა იყოთ შეტევაზე და ამის საპირისპიროდ "თავისუფალ თაობას" ,რომ დაინახავთ შიშისგან სად გარბიხართ თავად არ იცითო.
განსაკუთრებით "ტაბულა ბიცოლა" ღელავდა თურმე და მანგუსტის მახრჩობელი ილეთით დაემუქრა ხაბაზს-ვერ შეირგე შენ ბიძიკო ქალაქი და კარგი ცხოვრება, ამოგკრავთ წიხლს და დაგაბრუნებთ ქობულეთის რაიონში და ზარდე ფუტკრები, ყიდე თაფლი და იყავიო. როგორია ახლა მიშას "ბომონძღს" მიჩვეული კობასთვის ისევ სოფლად დაბრუნება წარმოიდგინეთ?! პირობა დაუდიათ გიგასა და "ტაბულა ბიცოლას" წინაშე, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე ისეთ ამბავს ვიზამთ ჩემს მტერსო და უბაქიბუქიათ. გათენდა ეს დღეც და როგორც მოგახსენეთ დილით ჯერ ოფისი დახვდათ აჭრელებული წარწერებით, შუადღეზე კი ჩვენ გამოჩენაზე ისე შეშინდნენ სარდაფში ჩაძვრენ და იქიდან ძლივს ამოუყვანია პოლიციას (თუმცა სხვა  ჭორებიც დადის მათ სარდაფზე და გარყვნილებაზე) ეხლა ყვირიან სარდაფში მეგობრები ჩავძვერით ,არაფერი იქ არ ხდებოდა, უბრალოდ ბიჭები "ძმაკაცურად" ვესიყვარულებოდით ერთმანეთსო (ერთი იმ უბნელი იმასაც ამტკიცებს, რომ "იდენტობის" წევრები და ხაბაზი ერთად ჩაძვრენ სარდაფშიო)მოკლედ დიდი არეულობა და პანიკაა "საზონეთში".
მოკლედ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს ახლა ცდილობენ პოლიციას მიმართონ განცხადებით, ლადო სადღობელაშვილი  გვაშინებს და ოფისს წარწერებით გვიჭრელებსო.ჩემი თუ ეშინიათ ვერაფერს ვიზამ,ვერც აქციებს შევწყვეტ მანამ სანამ ერთი ნაცი მაინც იბოგინებს საქართველოში,რაც შეეხება წარწერებს "მიშა მკვლელი" სამწუხაროდ მე არ დამიწერია,მაგრამ ვენაცვალე მარჯვენაში ვინც დაწერა.ბოლოს ხაბაზს,მის ზონდერებს,საზონეთს და ყველა პროვაჭარაძისტს მივმართავ! ნუ გეშინიათ და ნუ მიძვრებით სარდაფებში,ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და პირობას ვდებთ, რომ არაფერს დაგიშავებთ.დანარჩენი თქვენს პარტნიორთან ვაჭარაძესთან თქვენ თავად გაარკვიეთ,სხვისი "ოჯახის" საქმეებში ჩვენ არ ვერევით.“- წერს სადღობელაშვილი.

No comments:

Post a Comment