20 February 2015

რუსთავის მერი წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, მერის მოადგილემ ნოდარ შეროზიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა კომპანია ,,რუსთავის წყალის’’ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან, მერაბ კანდელაკთან ერთად, მე-20 და 21-ე მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზაზე წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ტერიტორიაზე მილსადენის 400 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახალი მილით იცვლება.
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერიის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია დაიწყება.

No comments:

Post a Comment