19 February 2015

ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო (ვიდეო)


ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო- ასე აფასებს უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
"ეს უხერხულობა, რაც იქმნება უკრაინასა და საქართველოს შორის, არის რა თქმა უნდა სამწუხაროა. ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქართველების უმრავლესობისათვის ხელისუფალი არ იყო და დღეს არის არაერთ საქმეზე ბრალდებული, არის სხვა ქვეყანაში მაღალჩინოსანი, არა მხოლოდ ის, მაგალითად ჩემი წინამორბედიც, როგორც ჩანს, მისი ასე ვთქვათ, ცოდნა საჭიროა... ეს მაგონებს - ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო, მაგრამ სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია, თუ ვის სად დანიშნავს და მათ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ",-განაცხადა თეა წულუკიანმა ''ქრონიკასთან''.
შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად, ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველად, ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილედ, ალექსანდრე კვიტაშვილი კი ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.


No comments:

Post a Comment