30 January 2015

მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით რეგიონში ლიდერია (ვიდეო)

მსოფლიოს ბანკის მეგა-პროექტმა "Worldwide Governance Indicators"-მა 2013 წლის მსოფლიო ხელისუფლებათა ეფექტიანობა შეაფასა, რომლის ფარგლებშიც "Economist Intelligence Unit"-ის, ექსპერტიზის შედეგები წარმოადგინა. ორგანიზაციამ მსოფლიო ხელისუფლებათა ეფექტიანობა შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით როგორიცაა, სახელმწიფო ბიუროკრატიული ხარისხი და ინსტიტუციონალური ეფექტიანობა. 

ექსპერტიზის თანახმად 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების ეფექტიანობის დონემ, 62,5 პროცენტი შეადგინა. "Economist Intelligence Unit"-ის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანობით რეგიონში ლიდერია და ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანობით ჯობნის, ევროკავშივრის წევრ 11 სახელმწიფოს. მათ შორის 25%-ით ლიტვას, ლატვიას, ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთსა და პოლონეტს. 65%-ით საბერძნეთს, ხორვატიას, იტალიას და რუმინეთს. კვლევის მიხედვით საქართველოს მთავრობა ეფექტიანობის მიხედვით ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით დგას, როგორიც არის ესპანეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, სლოვენია და სლოვაკეთი.
გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით 75% შეადგინა. ეს ციფრი 2012 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. "IFAD"-ის მიერ გამოკითხული მსოფლიოს 97 სახელმწიფოს შორის საქართველოს მტავრობა  სოფლის მეურნეობის სექტორში მეხუთე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის (WGI) ფარგლებში IFAD-ი მსოფლო მთავრობების ეფექტიანობას "სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საჯარო რესურსების განაწილების და  მენეჯმენტის" თვალსაზრისით 2004 წლიდან აფასებს.
"Worldwide Governance Indicators" მსოფლიო მთავრობების ეფექტიანობას სწავლობს. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის პროექტ "Worldwide Governance Indicators" -ის (WGI)ანგარიში 1996-2013 წლების პერიოდს ეხება და აერთიანებს მთავრობის მონიტორინგს  მსოფლიოს 200 ქვეყნისა და ტერიტორის შესახებ.
Worldwide Governance Indicators-ის (WGI) მსოფლიო ხელისუფლებათა შეფასების ყოველწლური ანგარიშის დეტალური ანალიზი კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ჯანდაცვის კვლევის ცენტრმა განახორციელა.





No comments:

Post a Comment