23 January 2015

გადაცემა „2030“-ის წამყვანი ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, მაკა ცინცაძე იქნება

გადაცემა „2030"-ის წამყვანი, რომელიც „GDS"-ის ეთერში თებერვლიდან უნდა გავიდეს,  ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, ჟურნალისტი მაკა ცინცაძე იქნება. გადაცემის მთავარმა პროდიუსერმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი გადაცემაში დროდადრო სტუმრად მივა.


„წამყვანი მაკა ცინცაძე იქნება, ყოფილი პრემიერი კი სტუმრად მივა, ისევე, როგორც სხვა. ამ ეტაპზე ტექნიკურ და შინაარსობრივ მხარეზე ვმუშაობთ. ეს იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

No comments:

Post a Comment