2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების
მიერ გატაცებული ოთხი
სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო
ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე
და 99-ე სართულებს
შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის
ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ
შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის
11 წევრი. თვითმფრინავი საკმაოდ დიდი რაოდენობის
ნავთობით იყო დატვირთული.
მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი
დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე
და 81-ე სართულებს
შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე
56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის
– ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი.
09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე
ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.
მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757
პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით,
09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი,
მათ შორის – 59 მგზავრი,
5 ტერორისტი და ეკიპაჟის
6 წევრი.
მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის
ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან
125 კილომეტრში ჩამოვარდა.
დაიღუპა
37 მგზავრი, მათ შორის
– 4 ტერორისტი და ეკიპაჟის
7 წევრი.
შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე
წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები
ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.
No comments:
Post a Comment