13 August 2014

ოქუაშვილი „იბერია TV“-ს იბრუნებს

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, „მას ტელეკომპანიაიბერიასასამართლო მოსმენის გარეშე დაუბრუნდება“.

მოხარული ვარ და მინდა მივულოცო "იბერია TV"- გულშემატკივრებს, "იბერიის" ყოფილ თანამშრომლებს, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას, რომ "იმედისა" და "იბერია TV"- ამჟამინდელმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება უანგაროდ დაუბრუნოს "იბერია TV"- კუთვნილი ლიცენზია სასამართლო მოსმენის გარეშე, რომელიც ჩანიშნულია სექტემბერში. ჩემი მხრივ, როგორც "იბერია TV"- კანონიერი მფლობელი, მზად ვარ "იბერია TV"- კუთვნილი ლიცენზიის დაუყოვნებლივ მიღებისათვის საქართველოში არსებული კანონების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანხმობით და მონაწილეობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობას მალე ექნება კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციის მიღებისა "იბერია TV"- სახით და "იბერია TV"- მომავალ ჟურნალისტებს კვლავაც ექნებათ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული მასმედიის განვითარებაში", – ნათქვამია ოქუაშვილის განცხადებაში.

No comments:

Post a Comment