31 July 2014

მესტიაში სასტუმრო "თეთნულდის" მეპატრონე მეგობართან ერთად დაიღუპა

მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო "თეთნულდის" მეპატრონე თეზო ჯაფარიძე მეგობართან ერთად ხრამში გადაიჩეხა.
თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მათთან ერთად მყოფი მეგობრის შვილი გადარჩა.

წინასწარი ინფორმაციით, ჯაფარიძეების ოჯახი სასეირნოდ მესტიიდან მოშორებით ერთ-ერთ უბანში იმყოფებოდნენ.

მათ თან ახლდათ მეგობარი მამაკაცი შვილთან ერთად. ისინი სავარაუდოდ კვადროციკლით სეირნობდნენ, რომელსაც სასტუმროს მეპატრონე მართავდა. სეირნობისას ისინი ხევში გადაიჩეხნენ.


მაშველებმა ხრამიდან სასტუმრო "თეთნულდის" მეპატრონის, ასევე მეგობრისა და მისი შვილის ამოყვანა შეძლეს. თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი დაიღუპნენ, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი გადარჩა. უბედური შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

No comments:

Post a Comment