31 July 2014

საქართველოში ბრენდ სასტუმროების მშენებლობის ახალი ტალღა იწყება

თბილისი (BPI) - სასტუმროების შესახებ  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანალიტიკური პორტალი TOPHOTELPROJECTS– საქართველოში ბრენდ სასტუმროების მშენებლობის ახალი ტალღის დაწყების შესახებ წერს. პორტალიის ინფორმაციით, ტურისტების მზარდი ნაკადის გამო, საქართველოში სასტუმროებზე დიდი მოთხოვნაა.

გამოცემა წერს, რომ უახლოეს წლებში ბათუმში  რამდენიმე ახალი: დიდი და საშუალო ზომის სასტუმროების გახსნა იგეგმება.
თბილისის 170 სასტუმროში 7 000 საწოლია. მომავალ 3 წელიწადში კი თბილისში ახალი სასტუმროები აშენებდა, სადაც 1000 საწოლი იქნებაუახლოეს მომავალში დედაქალაქში დაგეგმილია  ისეთი ბრენდი  სასტუმრების გახსნა, როგორიცაა: Rixos, Millenium Hotel, Park Inn, Rooms Hotel Tbilisi, InterContinental და Hilton Garden Inn.
ბათუმში კი Kempinski, Holiday Inn, Hilton, Swiss Hotel, Babylon Tower, Cubic Tower and Gazelli,Turkish association Mersin Tourism.
თბილისში გრანდიოზული პროექტი დაიწყომარქსიზმ-ენგელსის ყოფილი ინსტიტუტის ტერიტორიაზე  Abu Dhabi Group–ის მშენებლობაში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და იგი 2016 წელს გაიხსნება. ამავე წელს, ჭავჭავაძის  გამზირზე  Hilton Garden Inn-ის 14 სართულიანი სასტუმრო იხსნება. პროექტის თანადამფინანსებელი  ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკია, პროექტს კომპანია Redix განაგებს.
ამ პროექტის გარდა  Redix აბასთუმანში სპა სასტუმრო კოპლექსს და  ბაკურიანში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს  მშენებლობას გეგმავს. სასტუმროს აშენება იგეგმება  თუშეთშიც.
კომპანია The Adjara Group Hospitality, კომპანია  InterContinental Hotels Group-თან ერთად ყოფილი გამომცემლობის შენობის რეკონსტრუციას ახორციელებს, აქ  2016 წელს სასტუმრო გაიხსნება.  The Adjara Group Hospitality თბილისში  Holiday Inn-ყაზბეგში კი სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi- განაგებს.  2014 წლის ბოლოს გაიხნება Holiday Inn ბათუმში, 2015 წელს კი Rooms Hotel ბორჯომში.
International Carlson Rezidor Hotel Group, სასტუმრო ბრენდებს  Radisson, Park Plaza and Park Inn საქართველოში ამბიციური გეგმები აქვსაღმოსავლეთ ევროპის სასტუმროების ჯგუფის ხელმძღვანელის, ტომ ფლანაგანის განცხადებით, 2017-18 წლებში 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება.  International  Carlson Rezidor Hotel Group უკვე ფლობს ორ სასტუმროს საქართველოში: Radisson Blu Iveria hotel თბილისში და Radisson Blu Hotel ბათუმში,  2015 წლის ბოლოს კი თბილისში Park Inn გაიხნება.
2016 წლის პირველ ნახევარში Radisson Blu Resort  კახეთში, წინანდალში პირველ სტუმრებს მიიღებს. Radisson Blu- ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება გუდაურში.
ბრიტანული კომპანია Arup Group ამჟამად კახეთში მდებარე კურორტს ახტალას განვითარების კონფეციაზე მუშაობს. ახტალაში თანამედროვე  სპაცენტრის აშენება იგეგმება.
თურქული კომპანია Divan Group (Koc ჰოლდინგის შემადგენელისაქართველოში არაბრენდირებული სასტუმროების მშენებლობას გეგმავს. 2014 წლის მაისში კომპანიამ უკვე გახსნა საშუალო ზომის, 65 ნომრიანი სასტუმრო და სპა ცენტრი ბათუმში.
2014 წლის ბოლოს ყაზახური საინვესტიციო ჯგუფი KazMunaiGas საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად ბორჯომში, ლიკანში, 5 ვარსკვლავიანი ბრენდი სასტუმროს, Rixos აშენებას აპირებს. ისრაელიდან კი ინვესტორები პირველი კლასის სასტუმროს გახსნას გეგმავენ ქუთაისში.
უძრავი ქონების დეველოპერული  კომპანია Red-Co  გუდაურსა და ბაკურინაში სასტუმროს სტილის (ჯამში 2 000 ნომერი) აპარტამენტების მშენებლობას იწყებს. მშენებლობა 2016 წლამდე  დასრულდება.


წყარო:  www.bpi.ge

No comments:

Post a Comment