შემთხვევა ფოთში მოხდა.
ფოთის საკრებულოს წევრმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერმა,
რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა,
მეზობელი გენადი ბელქანია დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში
იმყოფებოდნენ, შელაპარაკება მათ შორის კი სუფრაზე მოხდა. როგორც ცნობილია, „ქართული
ოცნების“ წევრმა გენადი ბელქანიას ჭრილობა ყელი არეში მიაყენა. ფაქტზე კომენტარს მმართველ
გუნდში არ აკეთებენ. შსს-ს ინფორმაციით კი, თამაზ სოსელია უკვე დაკავებულია და გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე
დაზიანებას გულისხმობს.
წყარო:
www.pirveliradio.ge
No comments:
Post a Comment