07 July 2014

თინა ხიდაშელმა გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში შეუსრულებელი დაპირება შეახსენა

საქმე ეხება გაბუნიას დაპირებას, რომელიც მან პარლამენტის წევრს გიგლა აგულაშვილს მისცა და რომელიც ახალი ხელისუფლების მიერ გახსნილი საწარმოების გახსნაზე დასწრებას გულისხმობდა.

თქვენ დაჰპირდით პარლამენტის წევრს გიგლა აგულაშვილს, რომ მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელსაცრუსთავი 2″ ეწევა, რომ სამუშაო ადგილები იკარგება და ქვეყანაში არც ერთი საწარმო არ გახსნილა, ამის მიუხედავად, თქვენ შესაძლებლობების და მიწვევის შემთხვევაში, თქვენი თვალით ნახავდით ახალ გახსნილ საწარმოს. თქვენ ამის შესახებ გამოგეგზავნათ მოწვევა, მაგრამ როგორც ჩანს, “რუსთავი-2″- არ აინტერესებს ის, რაც მის ქვეყანაში ხდება “, – მიმართა ხიდაშელმა გაბუნიასრაზეც ჟურნალისტმა საწარმოს გახსნაზე მიუსვლელობის მიზეზად მოუცლელობა და დაძაბული გრაფიკი დაასახელა.




No comments:

Post a Comment