26 July 2014
ნუკრი ქანთარია უმცირესობას - თქვენ უნდა გახდეთ ცოცხალი ექსპონატები ბნელი წარსულისა
ძალიან მინდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ იყოთ საჩვენებელი, თუ როგორი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის მისამართით გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრობის" ხმა შორიდან ისმის.
"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ჩვეული რეჟიმით იმუშაოს, მაგრამ ვატყობთ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მათი ხმა ისმის შორიდან, ხმა სამარიდან, არ იფიქროთ, რომ ვინმეს ლიკვიდაცია მაქვს ჩაფიქრებული, პოლიტიკურ სამარეს ვგულისხმობ. ძალიან მინდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ იყოთ საჩვენელი, თუ როგორი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თქვენ უნდა გახდეთ ცოცხალი ექსპონატები ძალიან ბნელი წარსულისა", - მიმართა ქანთარიამ უმცირესობას.
მისივე თქმით, საპარლამენტო ტრიბუნაზე წინათ იდგა კაცი, რომელიც ისტერიკული ხმით ყვიროდა - ყველანი ციხეში.
"ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, ის ვინც ხელისუფლებაში იყო მისი ადგილი ახლა არის ციხეში, მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დაჩქარდება", - განაცხადა ქანთარიამ.
კატეგორია:
პოლიტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment