სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.
საქმე ეხება ყოფილი მერის წინასწარ ორთვიან პატიმრობას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მას ბრალი შემოსავლების ლეგალიზაციააზე, ყალბ დოკუმენტებზე და მარნეულის ეპიზოდზე წაუყენეს. მარნეულის ეპიზოდზე ბრალი წარეგდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვისა და იძულებისთვის.
No comments:
Post a Comment