ადგილობრივების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ შეეჯახა, როცა ის გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას და მამასთან შეხვედრას ცდილობდა.
112-ის ბრიგადამ დაზარალებული მოტეხილობებითა და ტრავმებით, თელავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება გაეწია. თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ უახლოეს წუთებში თბილისში უნდა გადაიყვანოს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
წყარო: www.ipn.ge
No comments:
Post a Comment