31 July 2014

წინასწარი შეფასებით, 6 თვეში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,0% შეადგინა


საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2014 წლის პირველ 6 თვეში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,0% შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2014 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,4% შეადგინა, 2014 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ - 5,1%, ხოლო 2014 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ - 6,0%.
2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად იყენებენ. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

No comments:

Post a Comment