14 June 2014

TV3-ის დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი თანამდებობიდან გადადგა

ტელეკომპანია TV3-ის დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი თანამდებობიდან გადადგა და მის ნაცვლად ლალი ეგაძე დაინიშნა. სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილება 12 ივნისს დარეგისტრირდა. როგორც გრიგოლ ბაიბურთმა  განაცხადა, თანამდებობიდან წასვლა უკეთეს სამსახურში გადასვლის  გამო გადაწყვიტა. თუმცა არ დაუკონკრეტებია სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. გრიგოლ ბაიბურთი არხის დირექტორად მიმდინარე წლის 17 იანვრიდან მუშაობდა. 
ბაიბურთი ლალი ეგაძემ ჩაანაცვლა. ის კომპანიის 10 პროცენტიანი წილის მფლობელია. 2013 წლის მაისამდე ეგაძე კომპანიის ერთპიროვნული მესაკუთრე და დირექტორი იყო, მოგვიანებით საკუთარი წილი სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტს კახა ბაინდურაშვილს, ვიცე პრეზიდენტ ლაშა ჩხენკელს და ბიზნესმენ დავით მჟავიას მიჰყიდა. მიმდინარე წლის 1 იანვარს ბაინდურაშვილი და ჩხენკელი ინტერესთა კონფლიქტის გამო მფლობელობიდან გავიდნენ და საკუთარი წილები  დავით მჟავიას გადაუფორმეს.

No comments:

Post a Comment