19 June 2014

ქართველი დეპუტატები დაახლოებით ოთხსაათიანი შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს

.აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე უკვე გათავისუფლებულები არიან.
ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. 
"ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც, ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს", _  აღნიშნა შარაშენიძემ. 
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას არც თავად ნადირაშვილი და არც  "ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში არ ადასტურებდნენ.

No comments:

Post a Comment