19 June 2014

კახა კახიშვილი: ღარიბაშვილი ვერ ხვდება, რომ ძირს უთხრიან

„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს. მისი განცხადებით, თუ პროცესები ასე განვითარდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, კიდევ უფრო ცუდი შედეგით დასრულდება „ქართული ოცნებისთვის.

 თუ მმართველი გუნდი დაკავებული იქნება პრემიების აღებით, მანქანებისა და ტელეფონებისყიდვით და რაც ყველაზე მთავარია, არაპოპულარული კანდიდატების წარდგენით, 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო ცუდი შედეგით დასრულდება „ქართული ოცნებისთვის.

მგონი, თავად ბიძინა ივანიშვილიც დარწმუნდა, რომ, სამწუხაროდ, მართვის პრობლემაა სახეზე.რეალურად ამას შეიძლება ჰქონდეს უფრო რთული შედეგები, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში" პარტიები არ არიან გაერთიანებული ერთი იდეის გარშემო, ისინიგაერთიანებულები არიან იმ პრინციპით, რომ ხელისუფლებაში ყოფნა სურთ. იქ არიან პარტიები,რომლებისთვისაც უცხო არ არის პარტნიორის შეცვლა.   
გაუაზრებელი ნაბიჯები აქვს ხოლმე „ოცნებას" და ესეც ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯი იყო.არჩევნების მეორე დღეს უკვე აცხადებდნენ, რომ მეორე ტურს ელოდებოდნენ და იმ შამპანურისგახსნა რაღა იყო მაშინ?

სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან მოკლე დროში აღმოჩნდა იზოლირებული რეალობისგან,ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მასთან, მის მზესიფიცებენ და მის ერთ გამოხედვაზე დნებიან, ვერ ხვდება ღარიბაშვილი, რომ ამავდროულად ძირსუთხრიან.

ამიტომ, თუ ღარიბაშვილი როგორც მინიმუმ, არ შეცვლის მინისტრთა კაბინეტს და პარტია „ქართულოცნებაში" არ დაიწყებს ნამდვილად ღირსეული ადამიანების გაწევრიანებას, ძალიან მალეშეექმნება პრობლემები.  არჩილ კბილაშვილსაც უცინოდნენ, მაგრამ რომ გადადგა, ერთმანეთსასწრებდნენ პრესკონფერენციაზე კბილაშვილის უუნარობაზე საუბარს." - განაცხადა კახა კახიშვილმა.

No comments:

Post a Comment