10 June 2015
„თქვენ დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები“! – პრემიერმა მსოფლიო ჩემპიონ ქართველ მოჭადრაკეებს უმასპინძლა
თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მიულოცა.
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ერთი-ერთი სფერო, რომელშიც ქართველი ერი განსაკუთრებით წარმატებულია, ეს ჭადრაკია.
ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის მნიშვნელობასა და სკოლებში ჭადრაკის სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც სექტემბრიდან იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მიულოცა ნინო ბაციაშვილს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმოთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება", - მიმართა პრემიერმა მოჭადრაკეებს.
მოჭადრაკეებმა მთავრობის მეთაურს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემპიონებს დღეს სიმბოლური საჩუქრები - ჭადრაკის დაფები გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კი პრემიერს მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი მაისური უსახსოვრა.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment