ზაფხულის სეზონის მოახლოებამდე, უნგრეთის ბეჭდურ და ონლაინ საშუალებებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ხასიათის სტატიები დაიბეჭდა. ჟურნალისტები უნგრელ მკითხველს ქართული კულტურის, სამზარაულოსა და ღვინის შესახებ მოუთხრობენ. წამყვანი მედიის 8 სხვადასხვა პორტალსა და ჟურნალში 10-ზე მეტი სტატია მიეძღვნა შავი ზღვის ულამაზეს ქალაქს - ბათუმს, მის ღირშესანიშნაობებსა და აჭარული სამზარეულოს ტრადიციებს.
უნგრული მედიის წარმომადგენლები საქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, მარტის თვეში იმყოფებოდნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ უნგრეთის ტურისტულმა ბაზარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენები გაიხსნა.
No comments:
Post a Comment