22 May 2015

ირანს საქართველოდან წყლის იმპორტი სურს

ირანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ალი რაბიეის განცხადებით, ქვეყანა იმედოვნეს, რომ ქართული წყლის ექსპორტის შესაძლებლობა მიეცემა.
“საქართველოს საკმაოდ დიდი წყლის რესურსი აქვს, რომელსაც შეუძლია ის დეფიციტი აღადგინოს, რომელიც ტბა ურმიას შედეგად არის გამოწვეული”, – განაცხადა მინისტრმა საქართველო-ირანის ეკონომიკურ კომიტეტზე.
ირანში გამართული შეხვედრების დროს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. როგორც ირანის შრომის მინისტრმა განაცხადა ირანული გაზის საქართველოს გავლით ტრანზიტი შესაძლებლობას აძლევს მათ რეგიონის ქვეყნები მოამარაგონ. გიორგი კვირიკაშვილის ვიზტის დროს ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთოებები და ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენდა. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად 200 მილიონ დოლარს შეადგენს.

No comments:

Post a Comment