საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატამ მ.წ. 14 აპრილს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ოფიციალური დასახელება იაპონურად „გურუჯია"-ს მაგივრად „ჯორჯია"-თი შეიცვალა.
2009 წელს ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება იაპონიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2014 წლის შემოდგომაზე მიიღო და ცვლილება დასამტკიცებლად იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ გადაწყვეტილება პირველად იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე გაახმოვანა.
No comments:
Post a Comment