22 April 2015

ბათუმში, ახალ ბულვარში 50 მლნ დოლარიანი პროექტი ხორციელდება


კომპანია Rekan Group Georgia ბათუმში 50 მლნ დოლარიან პროექტს ახორციელებს.
Hotel & Apartament-Batumi ახალ ბულვარში შენდება და პროექტი როგორც დასახელებიდანაც ჩანს სასტუმროს, აპარტამენტებს, სავაჭო და გასართობ ცენტრებს მოიცავს.
ინვესტორმა პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლისთვისაა დაგეგმილი. წინასწარი გათვლებით, შენობაში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, თუმცა კონკრეტული ბრენდის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება.
თუმცა ცნობილია, რომ პროექტის დასრულების შემდგომ 490 ადამიანის დასაქმება მოხდება.

No comments:

Post a Comment